შინაარსზე გადასვლა

ევა გონსალესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევა გონსალესი
დაიბადა 19 აპრილი, 1849(1849-04-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] ან 19 აპრილი, 1847(1847-04-19)[11]
დაბადების ადგილი Marruecos[12] და პარიზი[6] [1]
გარდაიცვალა 5 მაისი, 1883(1883-05-05)[12] [1]
გარდაცვალების ადგილი პარიზი[6] [1]
ჟანრი პორტრეტი[13] , საჟანრო ფერწერა[13] და ნატურმორტი[13]

ევა გონსალესი (დ. 19 აპრილი, 1849 – გ. 6 მაისი, 1883) — ფრანგი იმპესიონისტი მხატვარი.

ევა მამამისმა - მწერალმა ემანუელ გონსალესმა სახელვნებო წერეებში ადრეულ ასაკში წარადგინა.[14][15] 1865 წელს 16 წლის ასაკში მან დაიწყო პროფესიულ დონეზე მხატვრობის შესწავლა და იღებდა ხატვის გაკკვეთილებს პორტრეტის შარლ ჯოშუა შაპლინთან.[16] მამის კავშირების დახმარებით, რომელიც იყო Société des gens de lettres-ის (საფრანგეთის მწერალა ხალხთა საზოგადოება) დამფუძნებელი ის პარიზის კულტურული ელიტის წარმომადგენლებს ხვდებოდა და ადრეული ასაკიდან ეცნობოდა იმ დროის ლიტერატურის და ხელოვნების თანამედროვე იდეებს.[17]

ედუარ მანეს სტუდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ევა გონსალესის პორტრეტი, 1869–70, ედუარ მანე

ევა ცნობილია 1მით, რომ 1869 წლის თებერვლიდან ის გახდა ედუარ მანეს მოსწავლე.[18] ამ ურთიერთობი საფუძველი გახდა ცუდი მიმოხილვა რომელიც მანემ მისი სალონის ნამუშევრების შესახებ მიიღო. ეს იყო გამოწვავა რამაც აიძულა მისი ნამუშევრის შესახებ ღია დისკუსია ქონოდა. არსებობს მოსაზრება, რომ მანემ მაშინვე დაიწყო ევას პორტრეტის ხატვა, რომელიც 1870 წელს დაასრულა და იმავე წელს Mlle E.G-ს სახელით იყო წარმოდგენილი პარიზის სალონში. სამწუხაროდ, ევას ვამუშევრების დებიუტი, რომელიც იმავე დროს იყო წარმოდგენილი იმავე სალონში მანეს ნამუშევარმა დაჩრდილა. თავის ნამუშევარსი ევა ხატვის პროცესში ყავს გამოსახული, თუმცა მისი მკაცრი პოზა და ძვირადღირებული კაბა არ შეესაბამება სამუშაო პროცესს. ამ ნამუშევრის გამო ზოგიერთმა კრიტიკოსმა ის უბრალოდ აღიქვა ახალგაზრდა მოდელად რომელიც უკვე სახელოვან მხატვართან მუშაობს. ევა მანეს ერთადერთი ოფიციალური მოსწავლე და ასევე იმპრესიონისტული სკოლის რამდენიმე წარმომადგენლის მოდელიც იყო.[15] მის 1885 წლის რეტროსპექიულ და Galerie Daber's-ს 1950 წლების გამოფენებზე მანეს Mlle E.G უფრო ხშირად განიხილებოდა ვიდრე თვითონ ევას შემოქმედება.[19]

ევას სტილი ძალიან გავს მასეს ესპანურ პერიოდს, მისმა სტილმა წლების განმავლობაში მხოლოდ მცირე ცვლილებები განიცადა. მისი ნახატების ძირითადი თამ ყოველდღიური ცხოვრების სცენები იყო.

1871 წელს მანემ იმპრესიონისტების სკოლაში უფრო კაშკაშა ფერების და აქტიური ზედაპირის გამოყენებას ახალისებდა. ამის საპირისპიროდ ევა ინარჩუნებდა ნეიტრალურ ფერებს და 60-იანელებისთვის დამახასიათებელ მკვეთრ კონტურებს.

გონსალესის მოყვარულები მას აფასებენ მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ინტუიციის და უმაღლესი ტექნიკის გამო.[17] სალონის მნახველების უმეტესობა აღნიშნავდა მის "ქალურ ტექნიკას" და "მაცდურ ჰარმონიას". თუმცა მისი დიდი ზომის ნამუშევარი - Box at the Théâtre des Italiens (1874) სალონის ჟიურიმ დაახასიათა როგორც "მამაკაცური ენერგიულობის" მატარებელი.[16] ამის გამო მათ ნამუშევრის ავტორის ავთენტურობასთან გაუჩნდათ ეჭვი და ნამუშევრის მიღებაზე უარი განაცხადეს. მიხედავად ამისა მინსამ ნამუშევარმა რიგი კრიტიკოსების პოზიტიური გამოხმაურება მოიპოვა. მისი ნამუშევრების დამფასებლები იყვნენ: ლუი ლერუა, ჟიულ-ანტუან კასტანიარი და ემილ ზოლა.[17] უფრო მეტიც ხელოვნების კრიტიკოსი მარია დერაისმესი მას მიიჩნევდა საუკეთესოდ რადგან შეძლო და განავითარა კაცი მხატვრებისგან განსხვავებული ხედვა.[20]

1879 წელს სამ წლიანი ნიშნობის სემდეგ ის გრაფიკოს ჰენრი გერარდზე დაქორწინდა.[15] წყვილს შვილი ჯონ რაიმონდი 1883 წლის აპრილში ეყოლათ.

1883 წელს 34 წლის ასაკში მშობიარობის დროს გარდაიცვალა.[14] მისი მასწავლებლის ედუარ მანეს გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ.[21] მას შეეძინა ვაჟი რომელიც მისმა მამამ და და ჯენიმ (რომელიც მოგვიანებით გერარდის მეორე ცოლი გახდა) გაზარდეს. გარდაცვალების შემდეგ მოეწყო მისი შემდეგი გამოფენები: La Vie Moderne (1885), the Salon d'Automne (1907) და კიდევ პარიზის რამდენიმე გალერეაში.[15] ასევე 1952 წელს ის გამოიფინა the Musée National des Beaux-Arts-ში, მონტე-კარლოში.

  • Marie-Caroline Sainsaulieu and Jacques de Mons. Eva Gonzalès: 1849-1883: Étude critique et catalogue raisonné. Paris, 1990.
  • Marianne Delafond. Les femmes impressionnistes: Mary Cassatt, Eva Gonzalès, Berthe Morisot. Paris. 1993. ISBN 2-85047-227-1.
  • Nochlin, Linda and Harris- Sutherland, Ann . Women Artists 1550-1950 pg 246–248.
  • Elisabeth Jacquet. Eva Gonzalès/Rencontre avec une jeune femme moderne, L’Atelier Contemporain, 2020[22]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Gaze D. Dictionary of Women ArtistsFitzroy Dearborn Publishers, 1997.
  3. Eva Gonzalès
  4. SNAC — 2010.
  5. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  6. 6.0 6.1 6.2 Blumberg N. Encyclopædia Britannica
  7. FemBio database
  8. Garb T. Gonzalès, Eva // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T033243
  9. GeneaStar
  10. The Fine Art Archive
  11. წიგნი
  12. 12.0 12.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119078597 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  13. 13.0 13.1 13.2 Union List of Artist Names
  14. 14.0 14.1 Heller, Nancy G. (1987). Women Artists. New York: Abbeville Press, გვ. 94. 
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Clement, Russell T.; Houze, Annick; Erbolato-Ramsey, Christiane (2000) The Women Impressionists: A Sourcebook. Westport, CT: Greenwood Press, გვ. 165. 
  16. 16.0 16.1 (1997) Dictionary of Women Artists. Chicago: Fitzroy Dearborn Publishers, გვ. 596–599. 
  17. 17.0 17.1 17.2 Fine, Elsa Honig (1978). Women & Art: A History of Women Painters and Sculptors from the Renaissance to the 20th Century. Montclair, NJ: Allanheld & Schram. OCLC 3415319. 
  18. Edouard Manet, Eva Gonzalès. ციტირების თარიღი: 10 October 2016
  19. Emmer, Janalee. Rethinking Self: Eva Gonzalès (1849-1883) On Her Own. Ohio Wesleyan University. ციტირების თარიღი: 7 March 2015
  20. Boime, Albert (1994). „Maria Deraismes and Eva Gonzalès: A Feminist Critique of 'Une Loge aux Théâtre des Italiens'“. Woman's Art Journal. 15 (2): 31–37. doi:10.2307/1358602. JSTOR 1358602.
  21. (2008) 50 Women Artists You Should Know. Munich: Prestel. OCLC 195744889. 
  22. Presentation Atelier Contemporain